თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 ადამიანია დაკავებული
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 ადამიანია დაკავებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე 16 ადამიანი სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
