მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა
მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ტრავერს სითიში მდებარე „ვოლმარტის“ სავაჭრო ცენტრში მოხდა. დაკავებულია 42 წლის ეჭვმიტანილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.