გადაუღებელმა წვიმამ პეკინის გარეუბნებში სამი ათასზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაცია გამოიწვია
გადაუღებელმა წვიმამ პეკინის გარეუბნებში სამი ათასზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაცია გამოიწვია. ჩინეთის დედაქალის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობის საფრხის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. მდინარეებში წყლის დონე რეკორდულადაა მომატებული. სტიქიის გამო დაკეტილია 12 ძირითადი ავტომაგისტრალი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
