საქართველოს ელჩის პირველი გზავნილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ აუდიენციაზე
საქართველოს ელჩის პირველი გზავნილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ აუდიენციაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მოლოდინი. გზავნილი ვაშინგტონისთვის უცვლელია, მეგობრობის გაგრძლება ახალი ფურცლიდან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში, საერთო ხედვების და იდეების ირგვლივ გაერთიანება და მეგობრობის განახლება, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ისევ მოხდება. თამარ ტალიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ელჩმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა.