თურქეთში სიცხით გამოწვეული ტყის ხანძრების მასშტაბი იზრდება
თურქეთში სიცხით გამოწვეული ტყის ხანძრების მასშტაბი იზრდება. ცეცხლი ანტალიის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლებული რაიონებს მიუახლოვდა, ევაკუირებულია ათასამდე ადამიანი. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ხანძარმა სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
