საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა
საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა. „ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან, ჩინეთის სავაჭრო პალატასთან, შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან. ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათა შორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.
