საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატის ცე დივიზიონის ფინალში გავიდა
საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატის ცე დივიზიონის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ჩვენი ქვეყნის გუნდმა ალბანეთი 32-ქულიანი სხვაობით, 104:72 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო სალომე სვანი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება და მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.