სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა ირანში სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმისას
სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა ირანის სამხრეთ აღმოსავლეთში, სისთან ბელუჯისტანის პროვინციაში, სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმისას. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა შენობას ყუმბარები ესროლეს. სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას აკისრებენ. დაღუპულთა შორისაა სამი თავდამსხმელიც. ისინი უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.
