მსოფლიო ვარსკვლავის გზავნილი საქართველოს
მსოფლიო ვარსკვლავის გზავნილი საქართველოს. „საქართველო, ეს ძალიან სახალისო იყო“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჯასტინ ტიმბერლეიქი თბილისში გამართულ კონცერტს. მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც საქართველოში ჩატარებულ კონცერტს ასახავს. ჯასტინ ტიმბერლექის კონცერტს „დინამო არენაზე“ 55 ათასამდე ადამიანი, მათგან დაახლოებით 20 ათასი, საგანგებოდ კონცერტისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი დაესწრო.