„ქართული ოცნების” მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება
„ქართული ოცნების” მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან, ჩინეთის სავაჭრო პალატასთან, შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან. ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.
