ინფრასტრუქტურული პროექტები
ინფრასტრუქტურის მინისტრის მორიგი გაჩერება გურიაა. რეზი სოხაძე რეგიონში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტით დაინტერესდა და მათ სამუშაო მიმდინარეობასაც გაეცნო. წყალმომარაგება, ბაღები, მაგისტრალის მშენებლობა - ეს ის ობიექტებია, სადაც მინისტრი დღეს უშუალოდ იმყოფებოდა. რევაზ სოხაძის თქმით, რამდენიმე ბაღის მშენებლობის გაგრძელებაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდება, რადგან წინა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მათთან ხელშეკრულება შეწყდა. ასევე ხელშეკრულება შეუწყდა სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობაზე კონტაქტორ კომპანიასაც