ქაოსი ოპოზიციაში
რაც უფრო ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, მეტი კონსოლიდაციის ნაცვლად ოპოზიციურ სპექტრში მეტი დაბნეულობა და დაპირისპირება ჩანს. ისინი ვინც არჩევნებში არ მონაწილეობენ, უპირისპირდებიან მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და პირიქით. როგორც ამბობენ, მათ საკუთარი წარმოსახვითი თუ წერილობითი გეგმა აქვთ და თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარის წარმატებაშია დარწმუნებული. ამასობაში კი ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს და როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, გამარჯვებისთვის ემზადებიან