პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილი
ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, იმის შესახებ, რომ უწყება „ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს“, განცხადებითვე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ განცხადების ავტორებისგან რაიმეს დაგმობა არაგულწრფელია მანამდე, ვიდრე ისინი შვედეთის ხელისუფლების წევრის „ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობენ“ - შესაბამის ვიდეოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აქვეყნებს