ქართულ-ამერიკული ურთიერთობები
მოდით, გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ისევ დიდებული - ამ გზავნილით მივიდა თამარ ტალიაშვილი თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა და ოფიციალურად მისიის შესრულებას შეუდგა. ამ მისიის სტარტი ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ახალი ათვლის წერტილი უნდა გახდეს - სწორედ ეს მოლოდინი აქვს მმართველ ძალას იმ შეხვედრიდან, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი მარკო რუბიო ესწრებოდა და რომელზეც შეთანხმებული სამოქმედო გეგმაც დაითქვა. ხელისუფლება გადატვირთვისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ამ შეხვედრის დაკნინებისთვის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მათ ამ მცდელობას ყველანაირი ძალა გამოცლილი ექნება, რადგან ტრამპთან გუშინდელი შეხვედრის პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია და მას ვიწროპოლიტიკური გეგმები ვერაფერს დააკლებს

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები