ირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმა განხორციელდა
ირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმა განხორციელდა. შეიარაღებული პირები ქალაქ ზაჰედანის სასამართლო სამმართველოს დაესხნენ თავს. სროლას, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა. სამართალდამცველებმა სამივე თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს. მათი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია