ევროკომისიამ პოლონეთისა და კიდევ 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ევროკომისიამ პოლონეთისა და კიდევ 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დირექტივის შეუსრულებლობა გახდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის გარდა, გამოძიება დაწყებულია ბელგიის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ევრო კავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართ. დირექტივის შესრულების ვადა 20 მაისს ამოიწურა. თუ ქვეყნები თავიანთ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ევრო კომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოს გადასცემს