The Financial Times: ზელენსკის პარტიაში ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის დაბრუნების გეგმით უკმაყოფილოები არიან
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ 70-მდე დეპუტატი უკმაყოფილოა ზელენსკის ახალი კანონპროექტით, რომელიც ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის დაბრუნებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, 22 ივლისს, როდესაც უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტი კორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარა, კანონ პროექტს 262-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომელთაგანაც 185 „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი იყო. 2 დღის შემდეგ კი ზელენსკიმ რადას ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. დღეს დეპუტატები, რომლებმაც უწყებების უფლებამოსილების შეზღუდვას დაუჭირეს მხარი, შიშობენ, რომ ანტიკორუფციული ორგანოები მათ დევნას დაიწყებენ