უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირში უკრაინის მიღებით ომი შუაგულ ევროპაში გადაინაცვლებს, რაც ევროპის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს. ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც ორბანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, უკრაინას ის ბუფერულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ცივი ომის დროს უნგრეთიც ბუფერული სახელმწიფო იყო და ამ პოზიციაზე დაბრუნება არ სურს
