რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტთა სამიზნე ზაპოროჟიეს, დნიპროსა და ხარკოვის დასახლებული რაიონები გახდა. ზაპოროჟიეში ოკუპანტთა იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. სარაკეტო დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა დნიპროში. ათზე მეტი ადამიანია დაშავებული ხარკოვში. პარალელურად, რუსული ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე მიიწევენ წინ. მძიმე ბრძოლებია პოკროვსკში. უკრაინულმა ძალებმა კი სუმის ოლქში სოფელი კონდრა ტოვკა გაათავისუფლეს
