თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე განმარტებას ავრცელებს
თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე განმარტებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით. ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას