გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ისრაელს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ
გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ისრაელს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ. „ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზაში უნდა დასრულდეს. დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე საბაზისო საჭიროებები, მათ შორის წყალსა და საკვებთან წვდომა“ - ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ჰამასის“ განიარაღება სავალდებულო პირობას წარმოადგენს და ღაზის სექტორში „ჰამასმა“არავითარი როლი აღარ უნდა ითამაშოს