სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნეს ოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი