ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ კურს დამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება