გურიაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
გურიაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. პროექტების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო და გამოწვევებზე ისაუბრა. რევაზ სოხაძის თქმით, რამდენიმე ბაღის მშენებლობის გაგრძელებაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდება, რადგან წინა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მათთან ხელშეკრულება შეწყდა. ასევე ხელშეკრულება შეუწყდა სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობაზე კონტაქტორ კომპანიას
