დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ აპირებს. კირ სტარმერის თქმით, პალესტინის აღიარება ერთ-ერთი ნაბიჯია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, თუმცა ის უნდა იყოს უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის საბოლოო შედეგიც ორი სახელმწიფოს შექმნა და პალესტინელებისა და ისრაელელების ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. სტარმერს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნით 200-ზე მეტმა კანონმდებელმა უკვე მიმართა
