პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა. პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება