განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან და ედას უნივერსიტეტის რექტორთან
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან და ედას უნივერსიტეტის რექტორთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს
