იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს
