კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ლიდერების სამიტი მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ფინალურ ეტაპზეა შესაძლებელი
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ლიდერების სამიტი მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ფინალურ ეტაპზეა შესაძლებელი. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრას აზრი ექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის შეთანმხების დეტალებს ექსპერტები შეიმუშავებენ.
