ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება. უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, საქართველოს გავლით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით მეტია.
