დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლებისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი დოლარის გაუქმების შესახებ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლებისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი დოლარის გაუქმების შესახებ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელმოწერით კონგრესში დამტკიცებული ე.წ. „შემცირების პაკეტი“ ძალაში შევიდა. გაუქმებული 9 მილიარდი დოლარიდან 125 მილიონი USAID-ის სამუშაო ხარჯებია, 460 მილიონი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების პროგრამები. 437 მილიონი დოლარი კი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამებისთვის იყო განკუთვნილი