ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება. უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173 პროცენტით მეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პირველ ექვს თვეში განსაკუთრებით გაიზარდა გადამუშავებული ტვირთებისა და კონტეინერების სტატისტიკა საზღვაო ნავსადგურებში. მონაცემების მიხედვით გაზრდილია საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელიც
