შეერთებულმა შტატებმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან საკუთარი წარმომადგენლები გაიწვია
ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან საკუთარი წარმომადგენლები გაიწვია. ვიტკოფმა აღნიშნა, რომ ჰამასს შეთანხმების მიღწევა არ სურს, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მომლაპარაკებლების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. მორიგ რაუნდზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა.
