საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით ისრაელში მწვავე რეაქცია მოჰყვა
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით ისრაელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაკრონის გადაწყვეტილებას „ტერორის დაჯილდოება“ უწოდა. მანამდე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
