ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტოკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ორივე უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი მათ დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს. ორი დღის წინ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სკანდალურ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტოკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
