აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში სამედიცინო ცენტრის მედიკოსებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში სამედიცინო ცენტრის მედიკოსებს შეხვდა. გიორგი ჭინჭარაძემ სამედიცინო პერსონალთან სერვისების განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ დევნილთა სამედიცინო პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.