განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანში საზაფხულო ბანაკში მყოფ ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ გუბაში, საზაფხულო ბანაკში მყოფ ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. გივი მიქანაძე სტუდენტებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სიტყვით გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა ბანაკის ფუნქციონირებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ჩართვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ბანაკის წარმატება სწორედ მათი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბანაკი გახსნილია გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში და მასში 90 სტუდენტი მონაწილეობს.