დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. კახი კალაძის თქმით, კერძო ტერიტორიაზე მდებარე ავარიულ შენობაში 200 ადამიანი იყო შეჭრილი, მათ შორის დევნილებიც. მერმა ისაუბრა ოპოზიციური მედიების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებზეც.