პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“ კომისიის მუშაობა შეაფასა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“ კომისიის მუშაობა შეაფასა. თეა წულუკიანმა ილაპარაკა საგამოძიებო კომისიის მიერ განხილულ საკითხებზე. მისი განცხადებით, საბოლოო დასკვნაში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დასკვნა, შემდგომი რეაგირებისთვის სხვადასხვა უწყებას გადაეგზავნება.
