ე.წ მეგობარი აქტის მიღების შეჩერებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ
ე.წ მეგობარი აქტის მიღების შეჩერებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. მათი განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ყალბი ნარატივის ტირაჟირებისთვის ჯო უილსონისთვის გადახდილი თანხა განწირული აღმოჩნდა. ცნობისთვის, ე.წ მეგობარი აქტის შეჩერების მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც დოკუმენტის მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია.