ბრალის გადაკვალიფიცირება
მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი და პროკურატურის შუამდგომლობა. პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ საბა სხვიტარიძის მუხლი გადაკვალიფიცირდა. შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. საბა სხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი, სრულიად გაუქმდა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით შეეცვალა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო. დღესვე დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა