Politico: უკრაინის ვერაგი მტერი მისი ხელმძღვანელობაა
Politico წერს, რომ უკრაინის ვერაგი მტერი მისივე ლიდერები არიან. გამოცემის მიმომხილველი ჯეიმი დეტმერმი უკრაინის ძირითად მტრად რუსეთს ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას საფრთხეს მისი ნახევრად ავტოკრატიული ხელმძღვანელობა უქმნის. უკრაინის დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბი კი ზელენსკის მთავრობის მიერ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვის კანონის მიღებამ კიდევ უფრო ნათელი გახადა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ახალი კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრებისა და მინისტრების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. Politico ასევე წერს, რომ ზელენსკის საზოგადოებისა და დასავლეთის წნეხის გამო დათმობებზე წასვლა მოუწია, როცა კანონის ცვლილება დააანონსა
