რუსულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქი ხარკოვი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. ერთ-ერთი ბომბი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს და ცენტრალურ ბაზარს მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 33 ადამიანი. იერიშის დროს , დაიწვა 20-მდე მსუბუქი ავტომობილი. თავდასხმის ადგილზე მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. უკრაინული წყაროების ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა 100 კილომეტრ რადიუსზე მოქმედი ბომბები გამოიყენა
