საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით
