სამხედრო დაპირისპირება ტაილანდსა და კამბოჯას შორის
სამხედრო დაპირისპირება ტაილანდსა და კამბოჯას შორის - ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ ნაღმის აფეთქებისას ტაილანდელი სამხედრო დაშავდა. ტაილანდის ინფორმაციით, კამბოჯის ძალებმა მათი ტერიტორია ზალპური ცეცხლით დაბომბეს. ბიბისის ცნობით, დაღუპულია 12 ადამიანი. საპასუხოდ, ბანგკოკმა „ფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლებით კამბოჯაში სამიზნეები დაბომბა. ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი ჩაკეტა და 86 სოფლიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ორივე ქვეყანა ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს.