უნგრელი ევროპარლამენტარის თქმით, USAID-ის კორუფციული სკანდალიდან დადგინდა, რომ პოლიტიკური პროექტების კოორდინირების მიზნით ფინანსების მიწოდება ამერიკელი მემარცხენეების მასშტაბური ქსელის დახმარებით ხდებოდა
ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში წერს, რომ მილიარდობით დოლარი სხვადასხვა სააგენტოდან იგზავნებოდა: მათ შორის USAID-დან, ამერიკის მთავრობის სხვა წყაროებიდან, ჯორჯ სოროსის ფონდიდან, ევროკავშირიდან და სხვა დასავლური მთავრობებიდან. ლასლოს თქმით, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც უნგრეთში პოლიტიკური გავლენის პროექტებისთვის ფულს USAID-ისგან იღებდა, „ზინქ ნეთვორქი“ იყო.