უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერმა ამერიკელმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და ჯინ შაჰინმა, კიევი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო გააკრიტიკეს
ერთობლივ განცხადებაში სენატის საერთაშორისო კომიტეტის წევრებმა ზელენსკის მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ უკრაინისთვის დასავლური დახმარების შეწყვეტის მომხრეთა ერთერთი მთავარი არგუმენტი, უკრაინაში არსებული კორუფციაა.
