ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა ამერიკელი ჟურნალისტის, კენდის ოუენსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
მიზეზი, ჟურნალისტის პოდკასტები გახდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი კაცად დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ჟან მიშელ ტრონიო იყო. სარჩელი საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დელავერის სასამართლოში შეიტანეს. ისინი ჟურნალისტს სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მზად არიან პროცესს თავადაც დაესწრონ.
