სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, უკრაინამ და რუსეთმა მხოლოდ ტყვეების გაცვლაზე მიაღწიეს შეთანხმებას
მხარეებმა დაადასტურეს, რომ მორიგი ეტაპის ფარგლებში 1200-ს ტყვეს გაცვლიან. შეხვედრა ჩირაგანის სასახლეში 40 წუთს გაგრძელდა. უკრაინულმა დელეგაციამ შეხვდრაზე კვლავ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მოითხოვა და აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. რუსულმა მხარემ კი უკრაინას ფრონტის ხაზზე ხანმოკლე ზავების გამოცხადება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, კიევს სამი ათასი უკრაინელი სამხედროს ცხედარი გადასცეს. რუსულმა მხარემ ასევე წამოაყენა სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლებიც პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ-რეჟიმში იმუშავებენ.
