“სთარინგ ჯორჯიას” კამპანიის ფარგლებში თბილისში მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიქის კონცერტი გაიმართა
10 გრემის მფლობელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა, მსახიობმა და “პოპ მუსიკის პრინცად” აღიარებულმა არტისტმა, ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. კონცერტს დინამო არენაზე, 55 ათასამდე ადამიანი, მათგან დაახლოებით 20 ათასი , საგანგებოდ კონცერტისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი დაესწრო.
